Thumbnail

ხინჩეგაშვილმა და პეტრიაშვილმა მსოფლიო საკლუბო თასი მოიგეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გენო პეტრიაშვილმა კარიერაში პირველი მსოფლიო თასი მოიგო
  • ლადო ხინჩეგაშვილისთვის ეს ზედიზედ მე-3 გამარჯვებაა
  • ქართული კლუბი რაინდი მე-5 ადგილზე გავიდა

ირანში მსოფლიო საკლუბო თასი დასრულდა თავისუფალ ჭიდაობაში - გამარჯვება ირანულმა კლუბმა იზი ჰაიპ კაშანმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში შარშანდელი გამარჯვებული ამერიკული ტიტან მერკური 6:4 დაამარცხა.

ირანული კლუბის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს ქართველმა ლეგიონერებმა: გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გენო პეტრიაშვილმა შარშანდელი ტრიუმფატორი ნიკ გვიაზდოვსკი დაამარცხა. მანამდე, ტატამზე ლადო ხინჩეგაშვილი გავიდა და ალან ვოთერსს 7:0 მოუგო.

პეტრიაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო თასი, ხინჩეგაშვილისთვის კი ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ შარშან ლადო ტიტან მერკურის ღირსებას იცავდა და სწორედ ამერიკულ გუნდთან ერთად გაიმარჯვა პრესტიჟულ შეჯიბრში.

ქართულმა კლუბმა რაინდმა 7:3 მოუგო ყაზახურ კელეჩუკის და მსოფლიო თასი მე-5 ადგილზე დაასრულა. გამარჯვებები ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ), ზაურ ბერაძემ (86 კგ), საბა ჩიხრაძემ (92 კგ), ზურაბ ახობაძემ (97 კგ) და ლევან გოგრიჭიანმა (125 კგ) მოიპოვეს. შეჯიბრებაში სულ 10 ქვეყნის 13 კლუბი მონაწილეობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები