Thumbnail

ზიდანმა წასვლა გადაწყვიტა - რეალს მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანური მედიის ინფორმაციით, ზიდანს რეალიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს
  • რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი კლუბის სხვა ლეგენდამ შეიძლება დაიკავოს
  • რაულ გონსალესი ამჟამად კასტილიაში მუშაობს

ესპანური მედია მადრიდის რეალში მოახლოებულ სამწვრთნელო ცვლილებების შესაძლებლობაზე წერს, რომლის თანახმად, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზინედინ ზიდანი შესაძლოა რაულ გონსალესმა შეცვალოს. 
 

როგორც ირკვევა, რეალისა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი ძირითადი კანდიდატია თანამდებობაზე, რომლის დატოვებასაც ზიდანი ახლო მომავალში აპირებს. 48 წლის ფრანგ სპეციალისტს რეალიდან ხელმეორედ წასვლა მორალურმა და ფიზიკურმა დაძაბულობამ გადააწყვეტინა და ამაზე გავლენას ვერც რეალისგან ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოახდენს.

ზინედინ ზიდანმა რეალი ხელმეორედ 2019 წელს ჩაიბარა და გასულ სეზონში მას ლა ლიგა მოაგებინა. ფრანგი გუნდს 2016-2018 წლებშიც წვრთნიდა და იმ პერიოდში კლუბმა სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში, ორჯერ კი ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

თავის დროზე რაული და ზიდანი რეალის ღირსებას ერთად იცავდნენ

რაულ გონსალესმა, რომელიც ფეხბურთელობის დროს რეალის ღირსებას 16 წლის განმავლობაში იცავდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი იყო, სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაიწყო და რეალის ასაკობრივი გუნდი ჩაიბარა. 2019 წლიდან სპეციალისტი რეალის სარეზერვო კლუბს, კასტილიას წვრთნის, რომელსაც უეფას იუნიორთა ლიგაში გაამარჯვებინა. 

მწვრთნელი რაული კასტილიაში გარკვეულ წარმატებებს უკვე აღწევს

ლა ლიგაში გასული 36 ტურის შემდეგ, რეალს 78 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორეჩება ლიდერ ატლეტიკოს. ზიდანის გუნდი მომავალ შეხვედრას 16 მაისს, სტუმრად ბილბაოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები