Thumbnail

იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი, რომელიც თავის დროზე იუვენტუსის ღირსებასაც იცავდა და ინტერისაც, მიიჩნევს, რომ სერია A-ს ბოლოსწინა ტურში, მისი ყოფილი გუნდების დაპირისპირება "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდება და ტურინული გრანდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება.

"ვფიქრობ, ტურინში ინტერი მოიგებს, იუვენტუსი კი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს და ამის გამო კრიშტიანო რონალდო კლუბიდან წასვლას მოისურვებს. რონალდოს სხვებიც მიბაძავენ. 

იუვენტუსს ხანგრძლივი ფინანსური კრიზისი ელოდება, ეს იქნება დრამატული კრახი და კლუბიდან ბევრი მოთამაშე წავა", - ამბობს 47 წლის ვიერი. 

ტურინის იუვენტუსს 72 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ანდრეა პირლოს გუნდი ქულით ჩამორჩება ნაპოლის, ხოლო სამი ქულით - ატალანტასა და მილანს. მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა.

იუვე შესაძლოა კრიშტიანო რონალდომაც დატოვოს და ანდრეა პირლომაც

კრიშტიანო რონალდო "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 36 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 28 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები