Thumbnail

13 წლის შემდეგ - თემურ ქეცბაიამ თასის ფინალის წინ ანორთოსისის ფანებს მიმართა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ნიკოსიის ოლიმპიაკოსს შეხვდება
  • გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გულშემატკივრებს მიმართა
  • ქართველების ანორთოსს 13 წელიწადია ტიტული არ მოუგია 

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანროთოსისს, რომელმაც კვიპროსის ჩემპიოანტი მეოთხე ადგილზე დაასრულა, 2020/21 წლების სეზონის ტიტულით დასრულების შანსი აქვს. 15 მაისს ანორთოსისი, რომლის ღირსებას გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი იცავენ, კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდება.

53 წლის ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც ფამაგუსტას კლუბს 2007-09 წლებში წვრთნიდა და მეორედ იქ 2019 წელს დაბრუნდა, სოციალურ ქსელში კლუბის გულშემატკივრებისადმი მიმართვა გაავრცელა:  

"13 წლის შემდეგ, ანორთოსისი ისევ თასის ფინალშია. ჩვენ ეს გვსურდა და ამას დიდხანს ველოდით…გვინდოდა, ჩვენს გულშემატკივრებს ჩვენთვის მხარი მოედანზე დაეჭირა, მაგრამ შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო, მჯერა, თითოეული მათგანი სახლიდან გვიქომაგებს, იქიდან აგვავსებს პოზიტიური ენერგით, აურით, სიყვარულით, ერთგულებით და დაგვეხმარება მოგებული თასის აღმართვაში. 

იმედი გვაქვს, ჩვენი ძალისხმევა და სურვილი რეალურად გამოიღებს შედეგს და გავახარებთ ჩვენს ხალხს, რადგან ანორთოსისის გუნდი არა მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ იარსებოს, არამედ იმისთვის, რომ მწვერვალები დაიპყროს. 

მოთამაშეების და მწვრთნელების სახელით, გპირდებით, რომ ამ თამაშში ჩავდებთ ყველაფერს - სულს, გულსა და სხეულს. ჩვენ ერთად შევძლებთ!", - წერს ქეცბაია, რომელმაც ფამაგუსტას კლუბს კვიპროსის თასი ბოლოს 2007 წელს მოაგებინა.

ანორთოსისის ოთხივე ქართველი ლეგიონერი თასის ფინალის განაცხადშია

კვიპროსის თასის ფინალისთვის ანორთოსისის განაცხადში საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრია: გიორგი ქვილითიაა, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია.

კომენტარები

ბოლო ამბები