Thumbnail

'საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია' - სერბი იბრაჰიმოვიჩი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუბინის ფორვარდმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • 29 წლის სერბი ბომბარდირი ხვიჩას ცოტა ხნით რუსეთში დარჩენას ურჩევს
  • დესპოტოვიჩი არ მალავს, რომ კვარაცხელიას საუკეთესოა, ვისთანაც უთამაშია

რუსეთის პრემიერლიგაში ჩასატარებელი ბოლო ტური დარჩა. ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს ვოლგოგრადის როტორს უმასპინძლებს, რომელშიც საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე და ნიკა ყიფიანი გამოდიან. 

რუბინი ევროთასების საგზურისთვის იბრძვის, როტორი - ელიტაში დარჩენისთვის და შეხვედრა, რომელიც 16 მაისს გაიმართება, ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩში, ჯერჯერობით უცნობია. 20 წლის ქართველ ნახევარმცველს, რომლის ევროპულ ტრანსფერს ზაფხულში ყველა ელოდება,  ტრავმის გამო ბოლო ტურებში არ უთამაშია.

დესპოტოვიჩს კლუბში სერბ იბრაჰიმოვიჩად მოიხსენებიენ

თამაშის წინ რუბინის 29 წლის სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. აი, რას ამბობს დესპოტოვიჩი, რომელიც სხვადასხვა დროს ცრვენა ზვეზდაში, ბელგიურ ლოკერენსა და ყაზახურ ასტანაშიც გამოდიოდა:

"მის ადგილზე რუსეთში დავრჩებოდი, ერთი-ორი წელიწადი კიდევ ვითამაშებდი. გასაგებია, რომ ის უკვე ტოპმოთამაშეა და მის მიმართ დიდი ინტერესია. ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალში ყველაფერი გამოუვა. ეს იმიტომ, რომ ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მითამაშია", - ამბობს სერბი, რომელმაც სეზონის 25 მატჩში 13 გოლი გაიტანა. 

სერბ ფორვარდს პასებით ხვიჩა კვარაცხელია ამარაგებს

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს. ნიჭიერმა 
ქართველმა ნახევარმცველმა წარმატებული თამაშით უკვე დააინტერესა იტალიური, ესპანური, ინგლისური და გერმანული ტოპკლუბები, რუბინი კი მის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს. 

კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების 8 მატჩში 3 გოლი შეაგდო

ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასავე 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით).

კომენტარები

ბოლო ამბები