Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადს, რომელიც მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისთვის იყო წარდგენილი, კიდევ ერთი მონაწილე დაემატა. ის 23 წლის ლუკა მაისურაძეა, რომელიც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს და 2019 წელს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველად განაცხადში აღნიშნული წონა ერთადერთი იყო, სადაც საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავდა, ახლა კი, ეს დანაკლისიც შეივსო. ამგვარად, განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება.

კაცთა ნაკრები: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).

ქალთა ნაკრები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+77 კგ.).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მომავალი პირველობა 6-13 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და ამ დროისთვის ტურნირზე 114 ქვეყნის 605 ძიუდოისტია (371 კაცი+234 ქალი) დარეგისტრირებული. უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2019 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შედგა, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: მაისურაძეზე თავშივე ვთქვით, ლუხუმ ჩხვიმიანი კი ოქროს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები