Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველადი განაცხადი გააკეთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც 6-13 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეჯიბრის განაცხადში 13 ქართველი ძიუდოისტი ფიგურირებს: 8 კაცი და 5 ქალი.

კაცთა ნაკრები: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).

ქალთა ნაკრები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+77 კგ.).

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არც ამჯერად ეყოლება 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში. აქ აშკარა ლიდერი ტატო გრიგალაშვილია, რომელმაც წინა ტურნირი Covid 19-ის გამო გამოტოვა. საევროპე (+100 კგ.) შემადგენლობას ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი დაემატნენ, ლაშა ბექაური (90 კგ.), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.) კი გამოაკლდნენ.

უკანასკნელ მსოფლიოს პირველობაზე, რომელიც 2019 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შედგა, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს დაეუფლა, ლუკა მაისურაძე (81 კგ.) კი ბრინჯაოს.

კომენტარები

ბოლო ამბები