Thumbnail

იუვეს გასაჭირი - კლუბმა ფეხბურთელებს 4 თვის ხელფასის გადავადება სთხოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინულ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს
  • ჯერჯერობით ფეხბურთელებს თხოვნაზე თანხმობა არ უთქვამთ

ტურინის იუვენტუსს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბმა ფეხბურთელებს ოთხი თვის ხელფასების გადავადება სთხოვა, რათა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გააუმკლავდეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა ფეხბურთელებს მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასების გადავადება სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამ უკანასკნელთა პასუხი, თუმცა იუვენტუსში იმედი აქვთ, რომ მოთამაშეები გაგებით მოიკიდებიან თხოვნას. 

აღსანიშნავია, რომ შარშან იუვენტუსის ფეხბურთელებს პანდემიის გამო უკვე მოუხდათ ხელფასების გადავადებაზე დათანხმება და ამან ტურინულ კლუბს 90 მილიონი ევროს ეკონომიის გაწევის შესაძლებლობა მისცა.

რონალდო არამხოლოდ იუვენტუსში, მთლიანად ლიგაში ყველაზე მეტს იღებს 

ანდრეა პირლოს გუნდს არამხოლოდ ეკონომიკურად, სპორტული შედეგების მხრივაც პრობლემები აქვს. გუნდმა ჩემპიონობა ინტერს უკვე დაუთმო და ახლა სერია A-ში მისი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. ჩემპიონატში ორი ტურია დარჩენილი, "ბებერი ქალბატონი" კი ცხრილში 72 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ქულით ჩამორჩება ნაპოლის, მილანსა და ატალანტას კი - 3 ქულით.

ამასთან, ტურინის იუვენტუსი იტალიის თასის ფინალშია გასული, სადაც 19 მაისს ატალანტას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები