Thumbnail

ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 0:3 პორტუგალია
  • ქართველ ფრენბურთელებს საკვალიფიკაციო ციკლში ყველა მატჩი წაგებული აქვთ

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მე-4 მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც ისე დამარცხდა, რომ სეტის აღებაც ვერ შესძლო.

შეგახსენებთ, რომ პაატა ულუმბელაშვილის შეგირდები B ჯგუფში ირიცხებიან, სადაც მათი მეტოქეები შვედეთი, უკრაინა და პორტუგალია არიან. პირველი ეტაპი პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში ჩატარდა და ქართველმა ფრენბურთელებმა სამივე შეხვედრა 0:3 წააგეს.

მე-2 ეტაპმა დღეს სტარტი, თბილისში ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე აიღო, თუმცა, შედეგი იგივე იყო. საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 0:3 (19:25, 15:25, 16:25) დამარცხდა, მასპინძელთაგან შეტევაში ყველაზე აქტიურები ანა კალანდაძე (10 ქულა), გვანცა ულუმბელაშვილი (6), ლაურა სიმონინა (5) და ლიზი ლობჟანიძე (4) იყვნენ.

ქართველი ფრენბურთელები მომდევნო მატჩებს, 15 და 16 მაისს, შესაბამისად, შვედეთთანა და უკრაინასთან ჩაატარებენ, თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვთ, რადგანაც 0 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან, ევროპირველობის საგზურებს კი საუკეთესო 2 ნაკრები მიიღებს. ევროპის ჩემპიონატს 18 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდში სერბეთი, ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი უმასპინძლებენ, ტურნირში მონაწილეობას კი 24 გუნდი მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები