Thumbnail
  • ტონი კროოსს COVID-19-ით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი 
  • ჯერჯერობით თავად ნახევარმცველს ვირუსი არ უდასტურდება

მადრიდის რეალი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომ მისი ფეხბურთელი ტონი კროოსი იზოლაციაშია. გერმანელს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა.

მიუხედავად კონტაქტისა, ჯერჯერობით თავად ნახევარმცველი ინფიცირებული არ არის. "სამეფო გუნდის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტონიმ რამდენიმე ტესტი ჩაიტარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

კარგია, რომ კროოს კორონავირუსზე პასუხები უარყოფითი მოსდის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი კვირას მადრიდულ გუნდს ატლეტიკის წინააღდეგ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაეხმაროს. 

გერმანელი ნახევარმცველი ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გრანადასთან ანგარიშით 4:1 მოგებულ შეხვედრაში დაასვენა. ფრანგ სპეციალისტს იმედი ჰქონდა, რომ ბილბაოს წინააღმდეგ ტონი დასვენებული და 100 პროცენტით მზად იქნებოდა, თუმცა დიდი ალბათობით, კროოსი რეალს ვერ დაეხმარება.

მადრიდის რეალისთვის, რომელიც ლა ლიგის მოსაგებად იბრძვის, კროოსის გამოკლება ძალიან დიდი დანაკლისია. ზიდანის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში 78 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ თანაქალაქელ ატლეტიკოს გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე 2 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები