Thumbnail
  • კრისტალ პალასმა 118-წლის შემდეგ ლივერპულის შედეგი გაიმეორა
  • მანჩესტერ სიტიმ ჩელსის რეკორდები დაამხო
  • იუვენტუსის რეკორდი იტალიის თასის ფინალში

საკლუბო სეზონი დასასრულს უახლოვდება. გთავაზობთ წინა კვირაში საფეხბურთო სამყაროში მომხდარ 5 საინტერესო ფაქტს, რომლებმაც სხვადასხვა საფეხბურთო ლიგების ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა.

კრისტალ პალასი პრემიერლიგაში დარჩა

118-წლის შემდეგ კრისტალ პალასი გახდა გუნდი, რომელმაც პრემიერლიგის სეზონი შვიდი მარცხით დაიწყო, მაგრამ ადგილის შენარჩუნება უმაღლეს დივიზიონში მაინც მოახერხა. 37-ე ტურში კრისტალ პალასმა სტოკს სტუმრად 2:1 მოუგო.

ლივერპულმა 1899/1900 წლების სეზონში მოახერხა, პირველი შვიდი მატჩის წაგების შემდეგ, პრემიერლიგაში დარჩენა.

ჯეიმს მაკარტურის გოლი სტოკის კარში, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა.

მანჩესტერ სიტიმ ჩელსის რეკორდები დაამხო

მანჩესტერ სიტიმ ბრაიტონთან მოგებულ შეხვედრაში (5:1), ჩელსის რეკორდები დაამხო. მანჩესტერულ კლუბს 36 ტურში 97 ქულა და 105 გოლი დაუგროვდა, რითიც ჩელსის მიერ 2004/2005 წლებში დამყარებული ქულების რეკორდი მოხსნა (95) და ჩელსის მიერ 2009/2010 წლებში დამყარებული გოლების რეკორდიც მოხსნა (103).

ინგლისის ჩემპიონი და რეკორდების მტერი - მანჩესტერ სიტი.

3 ავტოგოლი ბუნდესლიგაში

40 წლის წინ მანფრედ კალცი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში სამი ავტოგოლი გაიტანა. 40 წლის შემდეგ ეს შედეგი ბაიერნის ფეხბურთელმა ნიკლას ზულემ გაიმეორა. ზულემ საკუთარ კარში კიოლნთან, აუგსბურგთან და ვერდერთან გაიტანა.

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.
გფრ V საფრანგეთი.
მიშელ პლატინი V მანფრედ კალცი.

მელბურნ ვიქტორი ავსტრალიის ჩემპიონია

 

24 წლის შემდეგ, მელბურნ ვიქტორი გახდა გუნდი, რომელმაც რეგულარული სეზონი პირველ ორ გუნდში ვერ დაასრულა, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 24 წლის წინ ქვეყნის ჩემპიონი ადელაიდა სიტი გახდა, რომელმაც ფინალში მელბურნ ნაითსი 1:0 დაამარცხა.

იმ სეზონში მელბურნ ნაითსის ღირსებას მარკ ვიდუკა იცავდა, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მოთამაშის პრიზი  და ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული მოიგო.

იუვენტუსმა კოპა იტალია ზედიზედ მეოთხედ მოიგო

ტურინის იუვენტუსმა კოპა იტალიას თასის ფინალში მილანი 4:0 გაანადგურა. ტურინულმა კლუბმა კოპა იტალიას ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით შეძლო გამარჯვება და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა ქვეყნის თასს.

კომენტარები

ბოლო ამბები