Thumbnail
  • ლაიპციგი 1:4 დორტმუნდი
  • ედინ ტერზიჩის გუნდი გერმანიის თასის 5-გზის გამარჯვებულია

გერმანიაში თასის გამარჯვებული გაირკვა - ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ლაიპციგი დორტმუნდს შეხვდა და 1:4 განადგურდა. ნაგელსმანსის გუნდი ნახევარ საათში 0:2-ს აგებდა და შეხვედრის შემოტრიალებაც ვეღარ მოახერხა.

მატჩს ორი გმირი ჰყავდა. ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომ და ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა დუბლები შეასრულეს და დორტმუნდს გერმანიის თასი მეხუთედ მოაგებინეს. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდს თასი ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული, როცა გუნდმა აინტრახტს უსმან დემბელესა და ობამეიანგის გოლებით 2:1 სძლია.

დორტმუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ედინ ტერზიჩისთვის ეს პირველი ტიტულია სამწვრთნელო კარიერაში. ახლა მისი მთავარი მიზანი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში გაყვანაა. დორტმუნდს ბუნდესლიგაში 58 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მათი მთავარი მდევარი აინტრახტია, რომელიც ტერზიჩის გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება.

ლაიპციგი 1:4 დორტმუნდი

გოლები: 0:1, 0:3 სანჩო (5, 45), 0:2, 1:4 ჰაალანდი (28, 87), 1:3 ოლმო (71)

კომენტარები

ბოლო ამბები