Thumbnail

FC (FootballCritic) ფეხბურთის ფანებისთვის განკუთვნილი საიტია, რომელიც 200 შეჯიბრებას და 50 000-მდე ფეხბურთელს აშუქებს. განსაკუთრებით საინტერესოა FC-ის რეიტინგები. 

ახლახან საიტმა Top 50 Golden Boys სია გამოაქვეყნა. ოღონდ, ეს არ უნდა აგვერიოს "ტუტო მერკატოს" ტრადიციულ Golden Boy-ს პრიზში, რომლის გამარჯვებული 2020 წელს ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი, ნორვეგია) გახდა. "ტუტო მერკატო" ევროპის ტალანტებს აჯილდოვებს, "ფუტბოლ კრიტიკის" Top 50 Golden Boys სია კი პლანეტას მოიცავს. რეიტინგი ყოველკვირეულად ასახავს პლანეტის საუკეთესო ტალანტების (21-წლამდელები) რეიტინგებს. 

საქართველოს ნაკრების ახალი ლიდერი, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია არა მარტო სიაშია, არამედ, მოწინავე პოზიციაზეც - 81 ქულით მე-7 ადგილი უკავია. 

Top 10 Golden Boys. FootballCritic

1. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი. ნორვეგია) - 94

2. ალფონსო დევისი (ბაიერნი. კანადა) - 88

3. ფილ ფოდენი (სიტი. ინგლისი) - 87

4. ერიკ გარსია (სიტი. ესპანეთი) - 86

5. ჯოვანი რეინა (დორტმუნდი. აშშ) - 84

6. ანსუ ფატი (ბარსელონა. ესპანეთი) - 83

7. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი. საქართველო) - 81

8. უესლი ფოფანა (ლესტერი. საფრანგეთი) - 81

9. დომინიკ სობოსლაი (ლაიპციგი. უნგრეთი) - 81

10. რაიან სესენიონი (ჰოფენჰაიმი. ინგლისი) - 79

კომენტარები

ბოლო ამბები