Thumbnail

შოთა არველაძე ვერის ბაღში გულშემატკივრებს შეხვდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შოთა არველაძე ვერის ბაღის სტადიონზე გულშემატკივრებს შეხვდა
  • მათ ავტობიოგრაფიული წიგნი წარუდგინა და მის შესახებაც ილაპარაკა

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ვერის ბაღში გულშემატკივრებს შეხვდა. 48 წლის მწვრთნელმა ფეხბურთის მოყვარულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი წარუდგინა.

არველაძემ გულშემატკივრებს სხვადასხვა პერიოდის საინტერესო ისტორიები უამბო. შეხვედრის დროს, შოთას წიგნის შეძენაც იყო შესაძლებელი, რამდენიმე ქომაგმა კი ის საჩუქრად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნიდა, რომელიც დეკემბერში დატოვა და მას შემდეგ მწვრთნელად არ მუშაობს. იგი ამჟამად საქართველოში იმყოფება. არველაძემ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დინამო თბილისში, ტრაბზონსპორში, აიაქსში, რეინჯერსში, ალკმაარსა და ლევანტეში ითამაშა, 26 გოლით კი საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარები

ბოლო ამბები