Thumbnail
  • უეფამ ჯანლუიჯი ბუფონის საქმის განხილვა დაიწყო
  • მიზეზი ჯიჯის მხრიდან მსაჯის შეურაცხყოფაა
  • როგორ დასჯიან იუვენტუსის მეკარეს?
  • განაჩენი 31 მაისს გახდება ცნობილი

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი რეალსა და იუვენტუსს შორის კიდევ დიდხანს არ მიეცემა დავიწყებას. სკანდალური შეხვედრა, რომლის ბოლო წუთებზე მსაჯმა მაიკლ ოლივერმა იუვეს მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მოედნიდან გააძევა, ტურინელთა კარში კი საკამათო პენალტი დანიშნა, ახლა უეფას სადისციპლინო კომიტეტის განხილვის საგანია. 40 წლის ბუფონს, სავარაუდოდ, დასჯიან.

ოფიციალურ განმარტებაში წერია, რომ ბუფონმა უეფას ქცევის კოდექსი დაარღვია. ჯიჯი მსაჯს ზედმეტად აგრესიულად ეკამათებოდა, მატჩის შემდეგ კი, ინგლისელ არბიტრ მაიკლ ოლივერს არაერთხელ მიაყენა შეურაცხოფა - ცხოველი უწოდა და ამბობდა, მკერდში გულის ნაცვლად ნაგვის ურნა აქვსო. როგორ დასჯის უეფა ბუფონს, რომელსაც კარიერის დასრულება აქვს გადაწყვეტილი? განაჩენი 31 მაისს გახდება ცნობილი.

ბუფონი: "ბერნაბეუს" მატჩის შემდეგ სოკოებსა და მარგარიტებს ვკრეფდი

ბუფონის კომენტარები მაიკლ ოლივერის შესახებ (იხილეთ ვიდეო)

კომენტარები

ბოლო ამბები