Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 მარცხი - წონასწორობა დაკარგა და დოჰიოზე დაეცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი ნაცუ ბაშოზე წარუმატებლად ასპარეზობს
  • 33 წლის ტოჩინოშინის აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვებაა

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ზაფხულის სუპერტურნირზე მე-5 ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-4 მარცხი განიცადა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ონოშოს გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით წააგო. სასტარტო შეჯახების შემდეგ, მეტოქემ გორგაძე დოჰიოსკენ დაქაჩა და ჩვენებურმა წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. შედეგად, ქართველი სეკიტორი 24 წლის იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 1:2 ჩამორჩა.

უკვე ცნობილია, რომ ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც ნაცუ ბაშოზე 2 გამარჯვება აქვს. ქართველ სუმოისტი 26 წლის მეტოქეს კარიერაში 6-ჯერ შეხვედრია და აშკარა უპირატესობა აქვს – 5 მოგება, 1 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები