Thumbnail

პოლიტიკური პრობლემა - საქართველოს მეტოქე კოსოვოს სპარინგი ჩაეშალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქე კოსოვოს ამხანაგური მატჩი ჩაეშალა, რომელსაც 4 ივნის, პრიშტინაში, ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან გეგმავდა. 

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ თამაშზე, რათა პოლიტიკური ხასიათის პრობლემები თავიდან აერიდებინათ. 
 
ყაზახეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობენ და მასთან არც რაიმე სახის დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებს შორის ამხანაგურ თამაშზე შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ფედერაციას წერილი მისწერა, სადაც კოსოვოში გამგზავრებისა და თამაშის ჩატარებისგან თავის შეკავება ურჩია. 

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის პირველ 3 მატჩში ქულა მოიპოვა

საქართველო და კოსოვო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში გამოდიან, სადაც მეტოქეებად ასევე ჰყავთ ესპანეთის, შვედეთისა და საბერძნეთის ნაკრებები. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში მომდევნო თამაში სწორედ კოსოვოსთან უწევს - შინ, 2 სექტემბერს, გასვლაზე კი 12 ოქტომბერს დაუპირისპირდება. 

საქართველოს ნაკრებს ივნისში ამხანაგური მატჩები რუმინეთსა და ნიდერლანდებთან აქვს დაგეგმილი, კოსოვოს კი - სან მარინოსთან.

კომენტარები

ბოლო ამბები