Thumbnail

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი საბურთალოს "მიხეილ მესხზე" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ამით საბურთალოს (თასის ჩათვლით) 9-მატჩიანი (5 მოგება, 4 ფრე) წაუგებელი სერია დაასრულა. ხვიჩა შუბითიძის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად წააგო. ბოლო მარცხი საბურთალოს (მარტში) ასევე დინამო თბილისთან (3:4) ჰქონდა. 

ნაკრების კანდიდატების, ნიკა მალისა და ლევან ხარაბაძის დუელი

გიორგი ნემსაძის გუნდიდან პირველივე ტაიმში დუბლი სერბმა ლეგიონერმა ზორან მარუშიჩმა შეასრულა - მე-12 წუთზე კუციას პასით, ხოლო 45-ე წუთზე პენალტით. ამით მარუშიჩმა 7 გოლი მოაგროვა და ბომბარდირთა დავაში საბურთალოს შემტევ იური ტაბატაძეს (6 გოლი) გაუსწრო. დინამოს მე-2 გოლი მე-18 წუთზე 21 წლის თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა. მატჩის მიწურულს თავისი გოლი მოედანზე ხუთი წუთი წინს შესულმა გიორგი გაბედავამაც გაიტანა, მორჩილაძის პასით.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა ლიდერობა წინა ტურში დაკარგა, როცა ბათუმში ადგილობრივ დინამოსთან ჯაბა ჯიღაურის გოლით 0:1 დათმო. დღეს ორივე გუნდმა გაიმარჯვა, მათ 28-28 ქულა აქვთ, თუმცა პირველ ადგილზე დინამო ბათუმია. მომდევნო ტურში, 16 მაისს დინამო თბილისი ბოლოადგილოსან თელავს მასპინძლობს, ხოლო დინამო ბათუმი "ბათუმი არენაზე" საბურთალოს უმასპინძლებს. 

📺 საბურთალო v დინამო თბილისი [მიმოხილვა]

საბურთალო 0:4 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მარუშიჩი (12), 0:2 ახვლედიანი (18), 0:3 მარუშიჩი (45-პენალტი), 0:4 გაბედავა (91)

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე - მალი, მუდრაკი (46. ცნობილაძე), ჯგერენაია, ლაცაბიძე - შ. ნონიკაშვილი (46. კაკუბავა), ტერა (76. ლ. ნონიკაშვილი) - ი. ტაბატაძე, მანდრიჩენკო, კოხრეიძე (62. გოჩოლეიშვილი) - თ. ტაბატაძე (62. შულაია)

დინამო თბილისი (3-2-3-2): კვასხვაძე - ხვადაგიანი (80. ბენიო), მონხილი, კობოური - პაპავა, მექვაბიშვილი - სპორკსლედე, კუცია (64. ქარდავა), ხარაბაძე (46. იაშვილი) - მარუშიჩი (80. მორჩილაძე), ახვლედიანი (85. გაბედავა)

კომენტარები

ბოლო ამბები