Thumbnail

'ისტორიული მომენტია' - ნიდერლანდებში ქალებს კაცთა გუნდებში თამაშის უფლება მისცეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • KNVB-ის ისტორიული გადაწყვეტილება
  • ელენ ფოკემას ექსპერიმენტი

მომავალი სეზონიდან ქალებს უფლება ექნებათ კაცთა გუნდებში ითამაშონ, ეს ცვლილება ეხება ყველა სამოყვარულო ლიგას. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების ფეხბურთის სამეფო ასოციაციამ (KNVB). ასოციაციის განცხადებით, "ეს ისტორიული მომენტია, არა მარტო სამოყვარულო ფეხბურთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც". 

ელენ ფოკემა თანაგუნდელებთან ერთად

KNVB-ს სამოყვარულო ფეხბურთის დირექტორმა იან დირკ ვან დერ ზეემ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა ამით მრავალფეროვნების და თანაბარუფლებიანობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. "ჩვენი სურვილია გოგონებმა და ქალებმა მოძებნონ ფეხბურთში თავიანთვის მისაღები ადგილი მათი უნარებისა და ამბიციების მიხედვით". 

ფეხბურთი ნიდერლანდებში ქალთა შორისაც ძალიან პოპულარულია, თუმცა აქამდე მხოლოდ გოგონებს შეეძლოთ ასაკობრივ გუნდებში კაცებთან ერთად თამაში, ქალებს კი - "სენიორ B" გუნდებში.

ფოკემას ტესტი

KNVB-მ მიმდინარე სეზონში ექსპერიმენტი ჩაატარა - ელენ ფოკემას უფლება მიეცა ფრიზლანდიის რეგიონის სამოყვარულ კლუბ ფოარუტში ეთამაშა. კორონავირუსის პანდემიის გამო ექსპერიმენტი სულ რამდენიმე მატჩს გაგრძელდა, თუმცა KNVB-ს მიაჩნია, რომ ტესტირებამ პოზიტიური შედეგები აჩვენა. 

თეორიულად შესაძლებელია, რომ ახალი სეზონიდან ქალებმა ისეთი გუნდების წინააღმდეგაც კი ითამაშონ, როგორიც აიაქსი და პსვ ეინდჰოვენია - სათასო ბატალიებში. 

ნიდერლანდებში ერედივიზიე და ეერსტე დივიზიე პროფესიული ლიგებია, რანგით მე-3 ტვეედე დივიზიეში სანახევროდ პროფესიული კლუბები თამაშობენ. ახალი სეზონიდან რანგით მე-4 დერდედივიზიეში, მე-5 ჰოოფდკლასეში, მე-5 ეერსტე კლასეში და ქვემოთ ქალებს კაცების გუნდებში თამაშის უფლება ექნებათ. ასევე არსებობს ქალთა ფეხბურთის სამი დივიზიონი, ქალთა ერედივიზიე ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი საკლუბო პორველობაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები