Thumbnail
  • ვირჯილ ვან დაიკმა ტრავმა ოქტომბერში მიიღო
  • ნიდერლანდელი დაბრუნებას ახალი სეზონისთვის აპირებს

ვირჯილ ვან დაიკმა მუხლი ოქტომბერში გამართული “მერსისაიდული დერბის დროს დაიზიანა. ევერტონთან გამართული მატჩის შემდეგ ნიდერლანდელს ოპერაცია გაუკეთეს და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. უკვე 7 თვეა, რაც ცენტრალური მცველი ლივერპულს ვერ ეხმარება და ეს გუნდს ძალიან ეტყობა. ახლა კი დადასტურდა, რომ ის ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს.

ვან დაიკი "მერსისაიდულ დერბიში" დაშავდა

ლივერპულის ოფიციალურ საიტთან საუბრისას 29 წლის ვან დაიკმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს და მზადებას ახალი სეზონისთვის განაგრძობს.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო. ისე გამოვიდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ. რეალისტური მიზანია, რომ ლივერპულს მომდევნო სეზონის მზადების პროცესში შევუერთდე და ამას მოუთმენლად ველი. ცხადია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატს ვტოვებ და ჩემს ქვეყანას ვერ დავეხმარები", - განაცხადა ვან დაიკმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები