Thumbnail

'ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ' - ლევან კუტალია ისრაელში ვითარებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ისრაელში მოთამაშე 31 წლის ქართველი ფორვარდი თავს უსაფრთხოდ გრნობს
  • ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა ისროლეს 

ისრაელში მოთამაშე ლევან კუტალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან რთული ღამის გადატანა მოუხდათ, მაგრამ რაც მთავარია, თავს უსაფრთხოდ გრძნობს და იმედოვნებს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

არსებული ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ათასზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს, რასაც ისრაელის 5 მოქალაქის დაღუპვა მოყვა. საპასუხო ავიადარტყმებს კი ღაზას სექტორში 35 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კონფლიქტს მსხვერპლი მოჰყვა

"დიდი მადლობა ყველას მეგობრებო, თბილი სიტყვებისთვის, გამხნევებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ბევრი SMS მომივიდა და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ. იმედი გვაქვს, დალაგდება სიტუაცია მთლიანად ისრაელში. ერთი მინდა ვთქვა - ძალიან მაგარი სახელმწიფოა", - წერს 31 წლის ქართველი ფორვარდი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

დიდი მადლობა ყველას მეგობრებო თბილი სიტყვებისთვის გამხნევებისთვის კეთილი სურვილებისთვის ბევრი სმს მომივიდა და ძალიან...

Posted by Levan Kutalia on ოთხშაბათი, 12 მაისი, 2021

ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი ლევან კუტალია წლის დასაწყისიდან ისრაელის რანგით მეორე ლიგის, ჰაპოელ უმ ალ-ფაჰმის ღირსებას იცავს, რომლის მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა (ერთი სათასო მატჩში).

კომენტარები

ბოლო ამბები