Thumbnail

ზედიზედ მესამე მარცხი - ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე ძალიან უჭირს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეოთხე ბრძოლა გამართა
  • ქართველი სუმოისტი ჰიდენოუმისთან დამარცხდა

ქართველმა სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში ნაცუ ბაშოზე ასპარეზობას აგრძელებს. ტოჩინოშინი, რომელიც მე-7 მაეგაშირაა, ნაცუ ბაშოზე მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმის დაუპირისპირდა და დამარცხდა. ჰიდენოუმიმ ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო. ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 1 მოგება და 3 მარცხია.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეხუთე ბრძოლას მე-5 მაეგაშირა ონოშოს წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები