Thumbnail

მესამედ ლა ლიგაში - ქოჩორაშვილმა ითამაშა, ბარსელონამ ლევანტესთან ქულები დაკარგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევანტე 3:3 ბარსელონა
  • გიორგი ქოჩორაშვილი 90-ე წუთზე გამოჩნდა

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში ლევანტემ "სიუტატ დე ვალენსიაზე" ბარსელონას უმასპინძლა, 3:3 დაუზავდა და ძალზე საჭირო ორი ქულა დაკარგა (76 ქულით მე-2 ადგილზეა). 

გიორგი ქოჩორაშვილი რიკი პუჩის წინააღმდეგ

მატჩის 90-ე წუთზე მოედანზე 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილი გამოჩნდა, რომელმაც 5 დამატებულ წუთთან ერთად ჯამში მოედანზე 6 წუთამდე დაჰყო და ლევანტეს ბოლო შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. პაკო ლოპესმა ბარსასთან გიორგი გუნდის კაპიტნის და ლიდერის, ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად ათამაშა. 

ამ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში მეორედ ითამაშა (პირველად ბეტისთან), ორჯერ მან კოპა დელ რეიზე მოირგო ლევანტეს მაისურა და 1 გოლიც გაიტანა. ლა ლიგაში დებიუტი კი გასულ სეზონში ჰქონდა ბილბაოსთან თამაშში. 

📺 გიორგი ქოჩორაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ 

კომენტარები

ბოლო ამბები