Thumbnail

ახლოვდება NBA-ის დრაფტის თარიღი - 29 ივლისსს "ბარკლაის ცენტრში" ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კლუბები ჯამში 60 ახალბედას შეარჩევენ. დრაფტზე ორი ქართველი კალათბურთელი დადგა: სეტონ ჰოლის ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი და ილინოისის ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი. სანდროს დრაფტზე არჩევის კარგი შანსი აქვს. 

თუ ასე მოხდა, მამუკელაშვილი გახდება მე-7 ქართველი კალათბურთელი, ვისაც NBA-ს დრაფტზე აირჩევენ: ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის შემდეგ.

სეტონ ჰოლში სანდროს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, თუმცა მისი გუნდი ბოლო მომენტში ვეღარ მოხვდა "მარტის სიგიჟეში", რის გამოც სანდროს გვარმაც ამერიკული მედიის სადრაფტო სიებში მე-2 წრის ბოლოსკენ გადაიწია. დრაფტის მოახლოებასთან ერთად, რამდენიმე კალათბურთელმა კოლეჯში დაბრუნება განიზრახა, ზოგმა პირიქით - ასე რომ, სავარაუდო სიები ცნობილი მედიასაშუალებების გამუდმებით იცვლება.

სანდრო ფლორიდაშია, მას მერე, რაც სააგენტო excel basketball გააფორმა კონტრაქტი, ამით კი კოლეჯთა ლიგაში დაბრუნების (რისი უფლებაც ჰქონდა) ყველა გზა მოიჭრა. 

2021 წლის დრაფტი. მედიის პროგნოზი მამუკელაშვილზე   

NBADraft.net: სიაში არ არის

Bleacher Report: 57

The Athletic: 56

USA Today: 55

nbadraftroom.com: 56

ESPN: 60

როგორც ხედავთ, პრესტიჟული ამერიკული მედიის დიდი უმრავლესობა სანდროს არჩევას მეორე წრის ბოლოს ვარაუდობს. შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში არჩეულ კალათბურთელს კლუბისგან გარანტირებული კონტრაქტი არ ეკუთვნის. ქართველებიდან პირველ წრეში აირჩიეს სტეფანია, ცქიტიშვილი და ბითაძე, მეორე წრეში - ფაჩულია, სანიკიძე და შენგელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები