Thumbnail
  • 📅 7 დეკემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ მანჩესტერ სიტი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • ყველაზე მეტი გოლი: უეინ რუნი (11), ყველაზე მეტი მატჩი: რაიან გიგზი (36)

პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს - ეტიჰად სტედიუმზე გაიმართება, სადაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი მანჩესტერ სიტი ოთხეულისთვის მებრძოლ იუნაიტედს მანჩესტერულ დერბიში დაუპირისპირდება.

1) უეინ რუნი (2011)

უეინ რუნის 2011 წლის თებერვალში გატანილი გოლი, წლების შემდეგ პრემიერლიგის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. ოლდ ტრაფორდის მაკრატელა, გატანილი გოლებით ინგლისის ნაკრების რეკორდსმენმა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად დაასახელა.

2) დენის ლოუ (1974)

მხოლოდ ბობი ჩარლტონს და უეინ რუნის აქვთ იუნაიტედის მაისურით უფრო მეტი გოლი გატანილი, ვიდრე დენის ლოუს. მაგრამ ეს გოლი შოტლანდიელს იუნაიტედის მაისურით არ გაუტანია, კარიერის მიწურულს 1973-74 წლების სეზონი, ლოუმ სიტიში გაატარა და სეზონის ბოლოს იუნაიტედს ქუსლით შეუგდო კიდეც.

წითლებს გასავარდნად ჰქონდათ საქმე, ლოუმ გოლის შემდეგ გააცნობიერა, რომ თავის ყოფლ გუნდს ძალიან ცუდი რამ დამართა, თავი დახარა და გოლი არ აღუნიშნავს. მერე გაირკვა, რომ იუნაიტედი ნებისმიერ შემთხვევაში ვარდებოდა, მაგრამ ეს სტადიონზე არავინ იცოდა და ლოუს გოლით განაწყენებულმა გულშემატკივრებმა, მოედანზე შეჭრის შემდეგ 85-ე წუთზე თამაში ჩაშალეს.

3) მაიკლ ოუენი (2009)

მაიკლ ოუენი იუნაიტედმა 2009 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. მას მადრიდის რეალში წასული კრიშტიანო რონალდოს 7 ნომრიანი მაისური მისცეს. ოუენმა სექტემბერში მერსისადულ დერბიში (ლივერპული - ევერტონი), ელ კლასიკოში (რეალი - ბარსელონა) და ტაინ-უირის (ნიუკასლი - სანდერლენდი) დერბიში გატანილ დერბის გოლებს კიდევ ერთი, მანჩესტერულ დერბიში გატანილი გოლი დაუმატა. შეცვლაზე შემოსულმა ოუენმა, შეი გივენის კარი მსაჯის მიერ დამატებული დროის მეექვსე წუთზე აიღო და იუნაიტედს 4:3 მოაგებინა.

4) მარიო ბალოტელი (2011)

"Why Always Me?" 

ასე აღნიშნა მარიო ბალოტელიმ იუნაიტედთან გატანილი გოლი. იტალიელი სიტის მაისურით 2010-2013 წლებში თამაშობდა. აღნიშნული დერბის სეზონში, ბალოტელიმ სიტისთან ერთად პრემიერლიგა მოიგო, ხოლო გუნდს 2013 წელს დისციპლინარული დარღვევების სერიით და პრემიერლიგის ტრიბუნალზე დატოვებული არაერთი საქმით დაემშვიდობა. დღეს მარიო ნიცაში თამაშობს და ფრანგული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.

5) ჰატემ ტრაბელსი (2006)

ამსტერდამის აიაქსის და მანჩესტერ სიტის ყოფილი მარჯვენა მცველის გოლი ოლდ ტრაფორდზე, ტუნისელის კარიერაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ჯერ ის დროა, როდესაც სიტის შინავატარა ფლობს და სადაცაა გუნდს ახალი, მდიდარი მეპატრონე გამოუჩნდება.

სიტის სტიუარტ პირსი წვრთნიდა, ხოლო შემტევ ხაზში ბერნარდო კორადი, გეორგიოს სამარასი და სტივენ აირლენდი თამაშობდნენ. შემდეგი სეზონებიდან სიტიში რობინიო, ვინსენ კომპანი, ნაიჯელ დე იონგი მოვიდნენ და გუნდში ახალი ცხოვრება დაიწყო.

ასევე ნახეთ, ქართული გოლი მანჩესტერულ დერბიში: მიხეილ ყაველაშვილი იუნაიტედის წინააღმდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები