Thumbnail
  • ბოსნიელმა ნახევარმცველმა კატალონიაში ფეხი ვერ მოიკიდა
  • სავარაუდოა, რომ მას ბარსაში როდრიგო ბენტანკური შეცვლის

ესპანური ბარსელონა ბოსნიელი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის თამაშით უკმაყოფილოა და აპირებს ის კვლავაც ტურინის იუვენტუსში დააბრუნოს.

RAC1-ის ცნობით, ესპანური და იტალიური კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და სავარაუდო გაცვლაც განიხილეს. როგორც ირკვევა, თუკი პიანიჩი ისევ ტურინში აღმოჩნდება, საპირისპირო გზას იუვეს ურუგვაელი ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური გაივლის.

საინტერესოა, რომ 31 წლის პიანიჩი გასული წლის სექტემბერში ბარსელონაში ასევე გაცვლის შედეგად აღმოჩნდა, როდესაც კატალონიელებმა ბრაზილიელი არტური დათმეს. მისდა სამწუხაროდ, მირალემმა ბარსაში ფეხი ვერ მოიკიდა და ღრმა სათადარიგო ფეხბურთელად იქცა (ბოლო 2 თვეა, საერთოდ არ უთამაშია).

ცნობისთვის, პიანიჩი იუვენტუსში 2016 წლიდან გამოდიოდა და იტალიის ჩემპიონობა ოთხჯერ, იტალიის თასი კი ორჯერ მოიგო. მირალემი, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებში 2008 წლიდან გამოდის, ასევე იცავდა რომას (იტალია), ლიონისა და მეცის (ორივე - საფრანგეთი) ღირსებას.

კომენტარები

ბოლო ამბები