Thumbnail

'ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენაა' - კიტეიშვილი მამა გახდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში გრაცის შტურმი შინ ზალცბურგთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილს კარგი თამაში ჰქონდა და ავსტრიის ჩემპიონს გოლიც გაუტანა.

ქართველმა შემტევმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა და ყველას ამცნო, რომ სულ მალე მამა გახდება.

კიტეიშვილი შტურმის მე-4 ფეხბურთელი იქნება, რომელიც მამა გახდება იაკობ იანშტერის, ფილიპ ჰუსპეკისა და კევინ ფრაისენბიხლერის შემდეგ:

"მამა პირველად გავხდები და ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. გოლი იყო შესანიშნავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ამბავი ყველასთვის მეცნობებინა, აქამდე არავისთვის მქონდა ნათქვამი. მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემთან ერთად გრაცში ცხოვრობს, ძალიან ბედნიერები ვართ. ბავშვი დეკემბერში უნდა დაიბადოს", - უთხრა ოთარმა ავსტრიულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, შტურმი კი სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლი ზალცბურგთან

კომენტარები

ბოლო ამბები