Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაის ქომაგებმა თვის მოთამაშედ დაასახელეს
  • ყაზაიშვილმა აპრილში 7 მატჩში ითამაშა და გოლი 2-ჯერ გაიტანა 

ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაი სამხრეთ კორეის საფეხბურთო ლიგაში 25 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან ჯეონბუკ მოტორსს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყაზაიშვილის გუნდს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

📺 ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი სეულთან

ვაკო ულსანს კარგად მოერგო და ქომაგების გადაწყვეტილებით ის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ქართველმა შემტევმა აპრილში 7 მატჩი ჩაატარა - ვაკომ მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

📺 ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი სუვონთან

ულსანს მომდევნო მატჩი განგვონის წინააღმდეგ ელის. კლუბი 26 მაისს სამხრეთ კორეის თასზე ასპარეზობასაც დაიწყებს, რის შემდეგაც აზიის ჩემპიონთა ლიგის დროც დადგება, სადაც ყაზაიშვილის გუნდი, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, ვიეტნამურ და ტაილანდურ გუნდებს დაუპირისპირდება.

📺 ვაკო ყაზაიშვილის გოლი გვანგჯუს კარში

კომენტარები

ბოლო ამბები