Thumbnail
  • კრიშტიანო მარანელოს ანდრეა ანიელისთან და ჯონ ელკანთან ერთად ეწვია
  • პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ ვიზიტის გამო იუვეს ვარჯიშიც გააცდინა

იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მარანელოში იმყოფებოდა და ფერარის საჯინიბო მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი გასულ კვირაში დაიგეგმა და ამიტომაც, პორტუგალიელს გეგმები არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსმა მილანთან სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და 36 წლის შემტევმა ძალიან ცუდად ითამაშა.

ორშაბათს ანდრეა პირლომ გუნდი ავარჯიშა კიდეც, მაგრამ კრიშტიანო საწვრთნელ პროცესს არ დასწრებია, რაც ასევე წინასწარ იყო შეთანხმებული. ტურინელთა ლიდერთან ერთად მარანელოში იუვეს მეპატრონე ჯონ ელკანი და პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც იმყოფებოდნენ. ფერარის ხელმძღვანელი სწორედ ელკანების ოჯახია.

რონალდომ ფერარის დიდი მოყვარულია და როგორც ცნობილი გახდა, მან 1.6 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილიც შეიძინა. გარდა ამისა, ფერარის პილოტებს, კარლოს საინსსა და შარლ ლეკლერსაც შეხვდა, რომელთან თავისი ავტოგრაფიანი მაისურები საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

ბოლო ამბები