Thumbnail
  • გიორგი ქოჩორაშვილი ბარსელონასთან მატჩის განაცხადში იქნება
  • პაკო ლოპესი ქართველ ნახევარმცველზე

12 მაისს ლა ლიგის 36-ე ტურში, ვალენსიური ლევანტე ბარსელონას მასპინძლობს, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონის ტიტულისთვის. ამ შეხვედრის განაცხადში 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგის დებიუტი ლა ლიგაში 2019/20 წლების სეზონის ბოლოს მოხდა, როცა მან ბილბაოს წინააღმდეგ ითამაშა. დეკემბერში მან უკვე კოპა დელ რეიზე ითამაშა ლევანტეს შემადგენლობაში და მურსიას გოლი გაუტანა. წლის ბოლოს კი მან ლა ლიგაშიც ითამაშა. ამ სეზონში მან ლევანტეს ძირითად გუნდში სულ 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ლევანტეს სარეზერვო გუნდში ქოჩორაშვილმა ამ სეზონში 15 თამაში ჩაატარა. 

"გუნდს დაემატა 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც გასულ სეზონში ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში. ის 23-კაციან სიაშია", - წერს "მუნდო დეპორტივო". 

"ყოველ თამაშში მოსაგებად გავდივართ. კარდენასმა, სანტერომ, ედგარმა და გიორგიმ უკვე გაგვიწიეს ამ სეზონში დახმარება. როგორც კი ვრწმუნდები, რომ რომელიმე ფეხბურთელს დახმარება შეუძლია, მას შანსი ეძლევა. ამ ბიჭებისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვ. მათ იციან, რომ გუნდს გამარჯვებაში უნდა დაეხმარონ", - განუცხადა "მარკას" ლევანტეს თავკაცმა პაკო ლოპესმა. 

📺 გიორგი ქოჩორაშვილის გოლი ლევანტეს შემადგენლობაში თასზე

კომენტარები

ბოლო ამბები