Thumbnail

არც პრემია და არც ხელფასი - ინტერი პრობლემებს უცნაურად აგვარებს

  • ინტერი იტალიის ჩემპიონი გახდა, თუმცა, ფინანსურად ძალიან უჭირს
  • მილანური კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს პირადად ესაუბრა

მილანის ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჩჟანმა ფეხბურთელებს მოულოდნელი თხოვნით მიმართა, რათა კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს. Sky Sport Italia-ს ცნობით, ინტერს სურს, რომ მოთამაშეებმა უარი 2 თვის ხელფასზე თქვან.

ინტერმა დიდი ზარალი კოვიდ-პანდემიის გამო განიცადა და სიტუაცის გამოსწორებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნული წინადადება გუნდის თითოელ ფეხბურთელს პირადად გააცნო. ახლა, ფეხბურთელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ამ შეთავაზებას მიიღებენ თუ არა.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ინტერმა ფეხბურთელებს სკუდეტოს მოპოვებისთვის გაწერილი პრემიის გადახდაზეც უარი უთხრა, თუმცა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. შეგახსენებთ, რომ ინტერმა იტალიის სერია A ვადაზე ადრე მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ბოლო ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები