Thumbnail

პირლო რჩება! იუვენტუსში მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსი სეზონს ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით დაასრულებს. კონტინასას ბაზაზე დღეს გამართული კრების შემდეგ გადაწყდა, რომ იტალიელი სპეციალისტი დაკავებულ პოსტს მინიმუმ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნეს.

პირლოს შესაძლო გათავისუფლებაზე ხმები მას მერე გავრცელდა, რაც იუვემ შინ მილანთან 0:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ამოვარდა. განიხილებოდა 41 წლის სპეციალისტის ასისტენტის, იგორ ტუდორის დროებით მწვრთნელად დანიშვნა, მაგრამ როგორც ჩანს, "ბებერი ქალბატონის" ბოსებმა ეს ნაბიჯი არ გადადგეს.

პირლო იუვეს 12 მაისს, სასუოლოსთან მატჩში უხელმძღვანელებს და სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე, რომელიც 23 მაისს სრულდება, თანამდებობას შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი პირლომ სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა და მაურიციო სარი შეცვალა. მან ტურინულ გრანდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა და იტალიის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც 19 მაისს ატალანტას შეხვდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და განსაკუთრებით სერია A-ში ტურინელთა შედეგები სავალალოა, რის გამოც იუვე მეხუთე ადგილზეა და 9 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები