Thumbnail
  • თუკი ინფორმაცია დადასტურდა, ქართველი მორაგბეები აფრიკაში ზაფხულში ჩავლენ
  • 'ქურციკები' ამ მატჩებით ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სათამაშოდ მოემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ზაფხულში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. ამ ინფორმაციას Rugbypass სამხრეთაფრიკულ გამოცემა Rapport-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, “ქურციკები” გასახურებელ თამაშებს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სერიის წინ გეგმავენ. სამხრეთ აფრიკა ხსენებულ გუნდს 24 ივლისსა და 7 აგვისტოს იოჰანესბურგში უმასპინძლებს, 31 ივლისს კი კეიპ თაუნში დაუხვდება. აი, მანამდე კი, “ქურციკები” ერთბაშად ერთბაშად 4 საშინაო ტესტს ჩაატარებენ, თითოჯერ აშშ-სთანა და იტალიასთან, ხოლო 2-ჯერ – საქართველოსთან. აფრიკელები იმასაც წერენ, რომ ამ თამაშებს საფრთხე მაშინ შეექმნებათ, თუკი კოვიდ-რეგულაციები არ შემსუბუქდა.

ეს წამია, დავით დადუნაშვილმა სამხრეთ აფრიკასთან ისტორიული ლელო დადო

ქვეყნების უმეტესობას შემსვლელებისთვის 2-კვირიანი კარანტინი აქვს დაწესებული, რისი გათვალისწინებითაც მორაგბეებს კლუბებში დაბრუნება დაუგვიანდებათ, ეს კი, სერიოზული პრობლემაა. თუკი ტესტების გამართვა ვერ მოხერხდა, სამხრეთ აფრიკას სათადარიგო ვარიანტად ის აქვს, რომ ნაკრები ორ ნაწილად დაყოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდების მატჩი შარშანაც იყო დაგეგმილი, თუმცა, მაშინ პანდემიის გამო ჩაიშალა. იმედია, რომ ამჯერად ტესტები აღარ გაუქმდება, რისი გათვალისწინებითაც “ბორჯღალოსნებს” მართლაც ისტორიული წელი ექნებათ. შეგახსენებთ, რომ უკვე დადასტურებულია შოტლანდიასთან მატჩი და დიდი ალბათობით, შედგება საფრანგეთთანა და არგენტინასთან ტესტებიც.

ვთქვათ ისიც, რომ ქართველ მორაგბეებს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთადერთხელ უთამაშიათ. 2003 წლის მსოფლიო თასზე, სიდნეიში, "ქურციკებმა" 46:19 მოგვიგეს, თამაში კი იმით იყო გამორჩეული, რომ დავით დადუნაშვილმა უმთავრეს სარაგბო ფორუმზე "ბორჯღალოსნების" პირველი ლელო დადო.

კომენტარები

ბოლო ამბები