Thumbnail

კვესელაძის პირველი სასტარტო - ქართველმა მორაგბემ შეუცვლელად ითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნორსჰემპტონი 7:31 გლოსტერი
  • გიორგი კვესელაძემ მოედანზე 80 წუთი გაატარა

საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების 23 წლის შუამარბმა გიორგი კვესელაძემ ინგლისური პრემიერშიპის წევრ გლოსტერის მაისურით სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

მე-18 ტურში გლოსტერელები ნორსჰემპტონს ესტუმრნენ და ფავორიტებად ნამდვილად არ მოიაზრებოდნენ, თუმცა, 31:7 მოიგეს. კვესელაძე დამაჯერებლად გამოიყურებოდა (10 ბოჭვა შეასრულა) და მისით სამწვრთნელო შტაბიც რომ კმაყოფილი იყო, იქიდანაც სჩანს, რომ შეუცვლელად ათამაშეს.

ნორსჰემპტონელ ჯორჯ ფურბენკს უკნიდან ვალ რაფავა-რუსკინი ბოჭავს, წინ კი გიორგი კვესელაძე დაუხვდა

შეგახსენებთ, რომ კვესელაძე ინგლისურ კლუბს სწორედ მიმდინარე სეზონში შეუერთდა და აქამდე, პრემიერშიპში სამივე მატჩი შეცვლაზე ჰქონდა ჩატარებული, ბოლოს კი, გლოსტერის მაისურით თებერვლის ბოლოს ითამაშა.

ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა მაისურით 77 წუთი გაისარჯა ვალ რაფავა-რუსკინი, რომელსაც თავის დროზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. აღსანიშნავია, რომ გლოსტერმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა და 36 ქულით 12-გუნდიან ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. კვესელაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 17 მაისს ისევ სტუმრად, ლიდერ ბრისტოლთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები