Thumbnail

ჩაკვეტაძე დამარცხებულია - დათუნაშვილმა ტოკიოს საგზური მოიპოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზურაბ დათუნაშვილმა ნახევარფინალში დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა
  • ამით სერბეთის სახელით მოჭიდავემ ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა (87 კგ) სოფიის ტურნირზე, რომელიც ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირია, ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში ევროპის ჩემპიონი ხორვატ ივან ჰუკლეკს შეხვდება, თუმცა მთავარი უკვე მიღწეულია.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ტიტულოვანი ფალავნის დამარცხებით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა, ხოლო რუსეთი ამ წონაში ლიცენზიის გარეშე დატოვა. ქუთაისელი ჩაკვეტაძე, რომელიც რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია, ლიცენზიის გარეშე დარჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები