Thumbnail
  • არსენალი 0:0 ვილიარეალი - უნაი ემერის გუნდი ფინალში გავიდა
  • რომა 3:2 მანჩესტერ იუნაიტედი - კავანის დუბლი ოლიმპიკოზე

ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში არსენალმა ვილიარეალს უმასპინძლა და შეხვედრა 0:0 დასრულდა. ესპანური გუნდი ევროტურნირის ფინალში პირველად გავიდა, ხოლო უნაი ემერისთვის ეს ევროპალიგაზე მე-5 ფინალი იქნება. ესპანელს აქამდე 4-დან 3 ფინალი აქვს მოგებული - მან სევილიასთან ერთად გამარჯვება 3-ჯერ მოიპოვა, ხოლო ერთი ფინალი სწორედ არსენალთან ერთად დათმო.

რომამ მანჩესტერ იუნაიტედს აჯობა, ინგლისელთა მხრიდან ორივე გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა, რომელმაც მანჩესტერი ჯერ დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე ჯეკოსა და კრისტანტეს გოლები გაქვითა. გამარჯვების გოლი ნიკოლა ზალევსკიმ გაიტანა, რომელიც რომას რიგებში პირველ შეხვედრას ატარებდა. 19 წლის პოლონელმა რომას მატჩი მოაგებინა და ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში - 5:8 დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები