Thumbnail

რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გია გრიგალავას არსენალი ხვიჩა კვარაცხელიას რუბინს უმასპინძლებს. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყაზანელები ევროთასებზე გასასვლელად იბრძვიან და მე-4 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო არსენალი გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულითაა მოშორებული.

თამაშის წინ არსენალის ვებგვერდმა გია გრიგალავას კომენტარი გამოაქვეყნა, რომელსაც ჰკითხეს, დინამო თბილისის ძველი თაობიდან ვის ჰგავს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია.

"არ მინახავს მაშინდელი დინამო თბილისის მატჩები თავიდან ბოლომდე, მხოლოდ ამონარიდებით და გადმოცემით ვიცი, მაგრამ ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ის ტოპ კლუბში ითამაშებს. მინდა, ტრავმისგან უსწრაფესად გამოჯანმრთელდეს. საერთოდ, ბევრი ნიჭიერი ბიჭი გვყავს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ალბათ საქართველოში არიან", - თქვა გიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც გააკეთა (ჩათვლილია მოპოვებული პენალტებიც). არსენალი-რუბინის შეხვედრა 8 მაისს გაიმართება და კვარაცხელია ითამაშებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები