Thumbnail

'მათ ეს დაიმსახურეს' - ზიდანი რეალის ლონდონური მარცხის მერე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში რეალ მადრიდი ლონდონში ჩელსისთან 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (1:3) გამოეთიშა გათამაშებას. "სამეფო კლუბმა" ვერ მოახერხა ისტორიაში მე-17-ედ ფინალში გასვლა. გამარჯვების შემთხვევაში, ზინედინ ზიდანი რეალს მეოთხედ გაიყვანდა ლიგის ფინალში. 

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "შემიძლია ვთქვა - დიახ, მათ ეს დაიმსახურეს, მათ დამსახურებულად მოგვიგეს. ჩვენ ვიბრძოლეთ და ვცადეთ, მაგრამ ლიგის ფინალში ჩელსი დამსახურებულად გავიდა. ის ფეხბურთელები ვათამაშე, რომლებიც ამ მომენტისთვის ფორმაში იყვნენ. ბიჭებით ვამაყობ, ჩვენ ხომ აქამდე მოვედით! დღესაც მათ სცადეს, რაც შეეძლოთ. ფინალამდე 1 მატჩი დაგვაკლდა. ჩელსიმ დღეს დიდებული ფეხბურთი ითამაშა. 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ბედნიერები ამის გამო, ეს ნორმალურია, როცა ნახევარფინალში წაგებით იმედგაცრუებული რჩები. ძნელი მისაღებია ეს ყველაფერი, მაგრამ ხვალ ახალი დღეა, გავალთ ვარჯიშზე და ახალი მიზნებისთვის მოვემზადებით. შეტევაში უკეთ უნდა გვეთამაშა, საგოლე შანსები თითქმის არ გვქონდა, მაშინ, როცა ჩელსის ბლომად ასეთი შანსი ჰქონდა. ახლა ლა ლიგის მოგებაზე უნდა ვიზრუნოთ". 

📺 ჩელსი V რეალი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები