Thumbnail
  • ფიბას ჩემპიონთა ლიგამ ტენერიფეს ცენტრი სეზონის პირველ ხუთეულში დაასახელა
  • ქართველი კალათბურთელი ტურნირის 1/4-ფინალური შეხვედრისთვის ემზადება

ფიბას ჩემპიონთა ლიგაში "რვათა ფინალი" უკვე დაიწყო, რომელსაც რუსეთის ქალაქი ნიჟნი ნოვგოროდი მასპინძლობს, ლიგის ოფიციალურმა ტვიტერმა კი სეზონის საუკეთესო ხუთეულები დაასახელა. სასიხარულოა, რომ პირველ გუნდში მოხვდა ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი.

შერმადინთან ერთად პირველ ხუთეულში ასევე არიან: სი ჯეი ჰარისი (ჰაპოელი), კეისი შეფერდი (ნიჟნი ნოვგოროდი), ბონზი კოლსონი (სტრასბური) და რეიმარ მორგანი (კარშიაკა).

შეგახსენებთ, რომ "რვათა ფინალში" გიორგის გუნდიც გამოდის და 6 მაისს, ფრანგულ სტრაბურს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ½-ფინალში ისრაელის ჰაპოელ ჰოლონისა და ესპანური ბურგოსის წყვილში მოგებულს შეხვდება. ტურნირის ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 9 მაისს შედგება. 

გიორგის ფოტოსესია რვათა ფინალის წინ

თავად ქართველ კალათბურთელს რუსეთში ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და ღამის გათენება ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში მოუხდა. საბოლოოდ შერმადინის საკითხი დადებითად გადაწყდა და ის ტურნირისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები