Thumbnail

ნინიაშვილმა კუანოვთან წააგო - ტატალაშვილისა და კაპანაძის მოლოდინში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო
  • მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანის გრანდ სლემზე ასპარეზობა დაიწყო და პირველივე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა - ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს მეორე მედლის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დათმო. ბაგრატის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახი იესეტ კუანოვი იყო, რომელმაც ბოლო წამებზე ილეთის შესრულება მოახერხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მეორე საჭიდაო დღეს საქართველოს ღირსებას ორი ქართველი ძიუდოისტი დაიცავს - ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ლუკა კაპანაძე (73კგ), რომლისთვისაც ეს სადებიუტო გრანდ სლემი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები