Thumbnail

კვარაცხელია მწყობრშია - ხვიჩამ შესაძლოა ამ უქმეებზეც ითამაშოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა მოირჩინა
  • არის მოლოდინი, რომ 20 წლის ფეხბურთელი მოედანზე 8 მაის გავიდეს 

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა. რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 20 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმა აპრილის შუა რიცხვებში, ურალთან თამაშში მიიღო, უკვე მწყობრშია და შესაძლოა მოედანს ამ უქმეებზეც დაუბრუნდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარძაყის კუნთი 18 აპრილს, ურალთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1:0) მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იყო რისკი, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებდა, თუმცა პესიმისტური მოლოდინი არ გამართლდა.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 28 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, რაც კლუბს ევროპალიგის საგზურს იძლევა. დარჩენილ ორ ტურში რუბინს გასვლა ტულის არსენალთან უწევს (8 მაისს), რის შემდეგაც შინ ვოლგოგრადის როტორს მიიღებს (16 მაისს). 

ამ მნიშვნელოვან მატჩებში კვარაცხელიას მოედანზე ყოფნა რუბინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. არის ალბათობა, რომ ხვიჩამ 8 მაისს, ტულაშიც ითამაშოს.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის მომენტი

ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასავე 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით).

კომენტარები

ბოლო ამბები