Thumbnail

უმძიმესი 8 წუთი - ჩხვიმიანმა მშვიდობაძეს აჯობა და ოქრო მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
  • ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელ რობერტ მშვიდობაძეს მოუგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანის გრანდ სლემზე ასპარეზობა დაიწყო და ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) ფინალამდე კამერუნელ ბერნადინ ცალა ცალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს აჯობა.

ჩხვიმიანის მეტოქე ფინალში რობერტ მშვიდობაძე იყო, რომელიც წლებია რუსეთის სახელით ასპარეზობს. რობერტი ლუხუმისთვის უხერხული მეტოქეა, რადგანაც წინა 4 შეხვედრიდან მშვიდობაძეს ოთხივე მოგებული ჰქონდა.

საბედნიეროდ, ჩხვიმიანმა მშვიდობაძეს დამატებით დროში აჯობა. მან მეტოქე შებოჭა და ყაზანის გრანდ სლემზე ოქროს მედალს დაეუფლა. ჩხვიმიანი ტურნირებზე დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა, ფაქტია, რომ ქართველი ძიუდოისტი მაგარ ფორმაშია. იმედია, რომ ლუხუმი ოლიმპიადას კიდევ უფრო კარგ ფორმაში შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები