Thumbnail

მას მერე, რაც ბრიტანული HITC ლიდს იუნაიტედში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა, ინგლისური კლუბის ფანები კვლავ გააქტიურდნენ სოციალურ ქსელში. ცნობილია, რომ ლიდსის გულშემატკივრებს 20 წლის ქართველის დამატების ვარიანტი ძალიან მოსწონთ და ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, შეიძინონ ხვიჩა, თუმცა რუბინის მიერ დაწესებული 30 მილიონი ევრო ბევრ მათგანს ეძვირება.

Tariq Jabbar: "გთხოვ, ლიდს! მოიყვანე ეს ბიჭი".
david atkinson: "საკმაოდ დიდი ფულია 20 წლის ბიჭისთვის, ის ძალიან კარგი უნდა იყოს".
Steve Clarey: "მიდი ვიკტორ! შენ შეგიძლია ეს. ეს საუკეთესო ტრანსფერი იქნება".
Optimuslang: "ეს საკმაოდ ძვირიანი თამაშია".

leeds-live.co.uk მიიჩნევს, რომ სამუშაო ვიზა კვარაცხელიასთვის შესაძლოა, დაბრკოლებაა, მაგრამ პრემიერლიგის ახალი წესების მიხედვით, ის ალბათ, გაივლის ამ ტესტს და ვიზას მიიღებს.

The Telegraph წერს, რომ ლიდს იუნაიტედი მარცხენა გარემარბის შეძენით დაინტერესებულია და ამ პოზიციაზე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ განიხილება. ლიდსს ბრიუგეს შემტევს ნოა ლანგს უკავშირებენ, რომელიც "ტრანსფერმარკტზე" 20 მილიონი ევრო ღირს (5 მილიონით მეტი, ვიდრე ხვიჩა). 21 წლის ლანგი ჟუპილერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და მან 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ლანგი ნიდერლანდების U21 ნაკრების წევრია. 

ლანგი აიაქსის საკუთრებაა, ბრიუგეში კი იჯარით თამაშობს, თუმცა სეზონის ბოლოს ბელგიური კლუბი მაქს 6 მილიონ ევროდ გამოისყიდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები