Thumbnail

ოფიციალურად: პრემიერლიგის ბოლო 2 ტურის მატჩებს ფანები დაესწრებიან

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • საუბარია სტადიონზე დაახლოებით 10 000 მხარდამჭერის დაშვებაზე
  • სტუმარი გუნდის გულშემატკივარს შეხვედრაზე დასწრება ისევ ეკრძალება 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში არსებული ლოქდაუნი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული, შეამსუბუქოს, რადგან პანდემია შესუსტდა და უკეთესი მდგომარეობაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად მოქმედებს პრემიერლიგაში გულშემატკივართა სტადიონზე დაბრუნების საკითზე. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერლიგის ბოლო 2 ტურის შეხვედრებს გულშემატკივრები დაესწრებიან.

კლუბებთან მოლაპარაკების შემდეგ სტუმარი გუნდის მატჩზე დაშვება კვლავ აკრძალული იქნება. გუნდებს სურთ, რომ შინ ჩატარებული შეხვედრის დროს ადგილობრივი გულშემატკივარი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი სტადიონზე. საუბარია დაახლოებით 10 000 გულშემატკივარზე, რომელიც პრემიერლიგის ბოლო 2 ტურის შეხვედრებს უნდა დაესწრონ. 37-ე ტური 18 და 19 მაისსაა ჩანიშული, ბოლო, 38-ე ტური კი 23 მაისს გაიმართება.

ეს კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა მომავალი სეზონის დასაწყისიდან სტადიონზების 100 პროცენტის შევსება დაიწყოს და გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდის სრულფასოვანი მხარდაჭერა შეძლონ.

კომენტარები

ბოლო ამბები