Thumbnail

'ყოველთვის ჩემს გულში იქნებით' - ხავი მარტინესი ბაიერნს ტოვებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხავი მარტინესის 9-წლიანი მიუნხენური კარიერა სრულდება
  • 32 წლის ესპანელი თავისუფალი აგენტი გახდება

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ხავი მარტინესი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. გერმანული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ გაახანგრძლივებს და გუნდს დაემშვიდობება.

"ბაიერნი და ხავი მარტინესი ცხრა წარმატებული წლის შემდეგ ერთმანეთს ემშვიდობებიან და მადლობას ეუბნებიან. მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ კონტრაქტი არ გახანგრძლივდეს", - ნათქვამია მიუნხენელთა განცხადებაში.

32 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ბაიერნი ყოველთვის მის გულში იქნება: "ამ კლუბისთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ბედნიერი ვარ, რომ ერთად ტიტულები მოვიგეთ. ბაიერნი და მისი ფანები მუდამ ჩემს გულში იქნებიან".

შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესი ბაიერნმა 2012 წლის ზაფხულს ბილბაოდან შეიძინა. ესპანელმა ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერის" მაისურით დღემდე 266 მატჩში 14 გოლის გატანა შეძლო. მან გერმანულ გრანდთან ერთად 8-ჯერ ბუნდესლიგა, 5-ჯერ გერმანიის თასი, 4-ჯერ გერმანიის სუპერთასი, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები