Thumbnail

'რომში ფრენა მხოლოდ £14.99 ღირს' - Ryanair-მა მოურინიო 'დატროლა'

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჟოზე მოურინიო რომას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და იტალიურ კლუბში მუშაობას სეზონის დასრულების შემდეგ შეუდგება. მან "ჯალოროსისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს ინფორმაცია საკმაოდ სენსაციური გამოდგა. ცნობილმა ავიაკომპანია Ryanair-მა კი შემთხვევით ისარგებლა და ჟოზეს იტალიაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ჟოზე ბედნიერი იქნება იმის გაგებით, რომ ამჟამად ლონდონიდან რომში მხოლოდ 14.99 გირვანქა სტერლინგად მივფრინავთ. ტოტენჰემში ტიტულების არქონის გამო, ვფიქრობთ, რომ მისი მოგზაურობისთვის ერთი ხელბარგიც საკმარისი იქნება", - წერს Ryanair.

რასაკვირველია, ხუმრობაზე მეტად, ცნობილი ავიაკომპანიის ეს პოსტი უფრო რეკლამაზე იყო გათვლილი და შეიძლება იმის თქმაც, რომ კომპანიის მხრიდან შესანიშნავი მარკეტინგული გათვლაც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინო იტალიაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ის სერია A-ში 2008-2010 წლებში მილანის ინტერს ავარჯიშებდა, რომელსაც ორჯერ 'სკუდეტო' და თითოჯერ იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო რამდენიმე კვირის წინ დაითხოვეს. ჟოზეს კარიერის განმავლობაში ბენფიკაში, ლეირიაში, პორტუში, ჩელსიში, რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები