Thumbnail

ციციპასამდე ვერ მივიდა - ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს დაემშვიდობა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მიუნხენის ტურნირის ტრიუმფატორი ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) ფრანგ ბენუა პერს (35) დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 5:7. 

ნიკამ პირველი სეტი ცუდად დაიწყო და პერი 3:0 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა წაგებული მოწოდებაც დაიბრუნა და თამაშიც გაათანაბრა - 3:3. სეტის გადამწყვეტი გეიმი კი მან საკუთარ მოწოდებაზე წააგო - 4:6. 

მეორე სეტი განსხვავებულად დაიწყო, ბასილაშვილმა უკვე 1:1-ზე მე-6 ბრეიკ-პოინტით (!) შეძლო ფრანგის მოწოდების მოგება, მაგრამ იქვე დათმო თავისი მოწოდება. მეორე სეტში ეს კიდევ ერთხელ გამეორდა, თუმცა 5:6-ზე ნიკოლოზმა მესამე მატჩ-პოინტის გადარჩენა ვერ შეძლო

მე-2 წრეში პერს მადრიდის მასტერსის ერთ-ერთი ფავორიტი ელის, მე-4 ნომრად განთესილი ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები