Thumbnail

ბრიტანული HITC ლიდს იუნაიტედში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერს:

"ყაზანის რუბინის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დღეისათვის ძალზე პოპულარული ტალანტია, რომლის შეძენაც ლიდს იუნაიტედს სურს. ცნობილია, რომ ვიკტორ ორტა უკვე შეხვდა ფეხბურთელის წარმომადგენელს, კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე. მისთვის სამუშაო ვიზის მიღება, ალბათ, პრობლემა იქნება, თუმცა ლიდსისთვის დაბრკოლება ისიც არის, რომ მედიაში წერენ სხვადასხვა გრანდის ინტერესზე ფეხბურთელის მიმართ - ინტერზე, მილანზე, ატალანტაზე, დორტმუნდზე, ბაიერნზე, აიაქსზე, მილანზე და სხვებზე. 

წაიკითხე | 'დიდება მას, ვინც ხვიჩას გვარს სიმღერას გაურითმავს' - რას წერენ ლიდსის ფანები

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიდსს დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს, მაგრამ ძნელია არ მოიხიბლო იმ სამომავლო პოტენციალით, რაც ფეხბურთელმა რუბინში თამაშით გამოავლინა. კვარაცხელია ნიჭიერი გარემარბია, რომელსაც დრიბლინგის საოცარი უნარი აქვს. არც არის გასაკვირი, რომ ზოგჯერ მას "ქართველ მესისაც" უწოდებენ. მან რუბინში 4 გოლი გაიტანა და 8 ასისტიც მიითვალა. თუ ლიდსი მას აიყვანს, რაფინიასთან (რომელიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობს) ერთად გარემარბების დაუჯერებელ ტანდემს შექმნის.

ამ ბრძოლის მოგება არ იქნება იოლი და თუ რუბინის დირექტორს დავუჯერებთ, საკმაოდ ძვირიც იქნება - ჩვენი ფასი 30 მილიონი ევროა - თქვა იაროვინსკიმ, რაც ბრიტანეთში £26 მილიონის ტოლფასია. ეს კი დაახლოებით იმდენია, რაც ლიდსმა როდრიგოს სანაცვლოდ გადაიხადა. კვარაცხელია უფრო ძვირია, ვიდრე რიო ფერდინანდი. ასე რომ, ორტა და კომპანია კარგად უნდა დაფიქრდეს სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს".  

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ვებსაიტი HITC 2000 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი სანდრო წყაროდ მიიჩნევა. 

რიო ფერდინანდი და ყველაზე ძვირადღირებულები ლიდსში

დღეისათვის ლიდს იუნაიტედის ყველაზე ძვირი შენაძენი ესპანელი ცენტრფორვარდი როდრიგოა, რომელშიც ბიელსას კლუბმა აგვისტოში €30 მილიონი გადაიხადა. ამით მან რიო ფერდინანდის 20-წლიანი რეკორდი მოხსნა - 2000 წელს ლიდსმა ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ვესტ ჰემ იუნაიტედს €26 მილიონი გადაუხადა. მაშინ რიო პირველად გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი (მეორედ 2002 წელს გახდა, როცა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ლილიან ტურამის (2001 წ) რეკორდი მოხსნა. 

როდრიგო და რაფინია

რაც შეეხება როდრიგო მორენოს, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელ ფორვარდს, რომელსაც რეალში, ბენფიკაში და ვალენსიაში უთამაშია, ის პრემიერლიგაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და წასვლაზე ფიქრობს - 22 თამაშში მან მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. 

რაფინია ბელოლი 24 წლის ბრაზილიელია, რომელიც ლიდსში შარშან რენიდან გადავიდა. მის სანაცვლოდ ლიდსმა €18.6 მილიონი გადაიხადა. რაფინია წარმატებულად თამაშობს, 6 გოლი გაიტანა და ფანების ფავორიტია. გარემარბი მე-4 ადგილზეა კლუბის ყველაზე ძვირადღირებულებში, მესამეზე კი ესპანეთის ნაკრების მცველი დიეგო ლორენტეა, რომლის სანაცვლოდაც პრემიერლიგის კლუბმა 20 მილიონი ევრო გადაიხადა. 

ხვიჩა კვარაცხელია "ტრანსფერმარკტის" მიხედვით 15 მილიონი ევრო ღირს, თუმცა რუსულ მედიაში ბოლოს გავრცელებული ცნობებით, მის სანაცვლოდ რუბინი ორჯერ მეტს ითხოვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები