Thumbnail

მესი ბარსაში რჩება - როგორი იქნება გახანგრძლივებული კონტრაქტი

  • ბარსელონა და მისი კაპიტანი კონტრაქტის გაგრძელებასთან ახლოს არიან
  • ჟოან ლაპორტამ და ლიონელის მამამ ხორხე მესიმ შეხვედრა გამართეს
  • სავარაუდოდ, არგენტინელი კატალონიურ კლუბში 2023 წლამდე დარჩება

ბარსელონა ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, რომელსაც ვადა ამ ზაფხულს გასდის. ჟურნალისტ ნიკოლო სკირაზე დაყრდნობით, ესპანური მედია წერს, რომ კატალონიურ კლუბსა და 33 წლის არგენტინელ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2023 წლამდე გაგრძელდება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ჩელსი
  • რეალი

მანამდე ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შეხვედრა გამართა ფეხბურთელის მამასთან, ხორხე მესისთან, რომლის დროსაც მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი. 

წყაროს ცნობით, ლაპორტას კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს, რადგან კლუბს წინ ფინანსური აუდიტი ელის, რომელიც კატალონიელების რეალურ შესაძლებლობებს გამოაჩენს. ბარსელონას პრეზიდენტს ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს და ამის გამო მესისგან ხელფასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას ითხოვს. 

შარშან ზაფხულში მესი ბარსელონას დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობდა

გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მზადაა, ამჟამინდელთან შედარებით განახევრებულ ანაზღაურებას დათანხმდეს, თუკი კლუბი ორწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდგომში არგენტინელი ვარსკვლავის MLS-ში (სასურველია ინტერ მაიამიში) გადასვლა და მისთვის კლუბის წარმომადგენლის როლის მინიჭება აშშ-ში. ამასთან, ამერიკიდან დაბრუნებულ ლეოს ბარსელონას სტრუქტურაში თანამდებობის მიღება სურს.

როგორც ჩანს, არგენტინელი ვარსკვლავი MLS-ში თამაშზეც ფიქრობს

ლიონელ მესი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბარსელონას ღირსებას იცავს და 2003 წლიდან მოყოლებული, მის რიგებში 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ ესპანეთის თასის მფლობელი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. კატალონიური გუნდის კაპიტანი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვისაც "ოქროს ბურთი" 6-ჯერ აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები