Thumbnail

მარსელო არჩევნებზე ჩაანაცვლეს - ბრაზილიელი ჩელსისთან ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარსელოს მადრიდის ასამბლეის არჩევნებზე სადამკვირვებლო კომისიაში უნდა ემუშავა
  • ბრაზილიელი სხვა მოქალაქემ ჩაანაცვლა და ის ჩელსისთან შეხვედრაში ითამაშებს

მადრიდის რეალის მცველ მარსელოს ლონდონის ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის გამოტოვება უცნაური მიზეზის გამო უწევდა. 32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის მოქალაქე 2011 წელს გახდა, მადრიდის ასამბლეის არჩევნებზე სადამკვირვებლო კომისიაში იყო მიწვეული და 4 მაისს თამაშის წინა დღეს მადრიდში უნდა ყოფილიყო, რის გამოც მატჩის გამოტოვება, ან ლონდონში გვიან გაფრენა უწევდა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ჩელსი
  • რეალი

ბრაზილიელმა აღნიშნული პრობლემა მოაგვარა. ესპანელი ჟურნალისტის სერხიო კირანტეს ინფორმაციით, ბრაზილიელი დილით საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და მზად იყო ემუშავა, თუმცა ის ერთ-ერთმა მოხალისემ ჩაანაცვლა და მარსელომ უბანი სწრაფად დატოვა, რათა თვითმფრინავისთვის მიესწრო. რეალისთვის მარსელოს დანაკლისი კატასტროფული იქნებოდა, რადგანაც ფერლან მენდის ტრავმა აქვს და მარსელოს არყოფნის შემთხვევაში ზიდანს მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები ექნებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები